სახალხო დამცველი ჩაბუქთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

© Courtesy of Ucha Nanuashviliსახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლება მოითხოვა

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და თურქეთის მოქალაქეების მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, იუწყება სახალხო დამცველის აპარატი თავის ვებ–გვერდზე.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც, მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია", – ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.

ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
რატომ ვერ გახდა გიულენთან კავშირში ბრალდებული საქართველოში ლტოლვილი

სახალხო დამცველის აპარატში მიაჩნიათ, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა აღნიშნულ საკითხთან. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორიცაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა. შ.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს წარმოშობის ქვეყნის (მოცემულ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის) შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეუპირისპირდეს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული მონაცემები. საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილობის საკითხი", — აღნიშნულია მიმართვაში.

თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
ელჩი: მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში უსაფრთხოდ იქნება

ჩაბუქი თბილისში მაისის თვის ბოლოს თურქული მხარის თხოვნით დააკავეს. თურქეთში ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით ჩაბუქმა საქართველოს ხელისუფლებას ივნისის თვის დასაწყისში მიმართა.

თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის 16 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და აშშ-ისგან მის გადაცემას მოითხოვს. თავად გიულენმა დაგმო ამბოხება და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან იმყოფება და განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სადაც 2016 წლიდან ბოლო დრომდე ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0