საქართველოს პრემიერი მერკელს 27 სექტემბერს შეხვდება

© FB/ Giorgi Kvirikashviliანგელა მერკელი და გიორგი კვირიკაშვილი
ანგელა მერკელი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს ანგელა მერკელის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 სექტემბერს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს გამარჯვება საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა.

არჩევნები გერმანიაში - Sputnik საქართველო
ისტორიული შოკი: გერმანიის ბუნდესტაგში ანტიისლამისტური პარტია შევიდა

"საქართველოს პრემიერ–მინისტრი ვიზიტით ბერლინში გაემგზავრება, სადაც 27 სექტემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. ეს არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა იქნება", – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნების ბოლო მონაცემების თანახმად, კანცლერ ანგელა მერკელისა და ჰორსტ ზეეჰოფერის პარტიების ბლოკი "გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი" ბუნდესტაგში 246 სავარძელს დაიკავებს, რაც დიდი დანაკარგია ალიანსისთვის. აღსანიშნავია, რომ მანამდე მათ პარლამენტში 311 დეპუტატი ჰყავდათ.

ყველა ახალი ამბავი
0