საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დაცვის სფეროში თანამშრომლობას ავითარებენ

© photo: Ministry of Finance of Georgia / FBსაკონტროლო–გამშვები პუნქტი "წითელი ხიდი"
საკონტროლო–გამშვები პუნქტი წითელი ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე ცნობილი და დატვირთული საკონტროლო–გამშვები პუნქტი საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე „წითელი ხიდია“.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. თბილისში საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის კოორდინირების გაუმჯობესების პროგრამის სამწლიანი მუშაობა შეაჯამეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვრის კოორდინირების გაუმჯობესების“ პროგრამა, რომელიც 2014 წელს ამოქმედდა, ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით. შეხვედრაზე ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა გაეროს პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ყველა აუცილებელი საკითხი განიხილეს.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის საკითხს შემოდგომაზე განიხილავენ

„ამ პროგრამის მიზანია ქართული და აზერბაიჯანული სასაზღვრო სამსახურების დახმარება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საზღვრები გახსნილი იყოს და ამავე დროს, კარგად დაცული. ამას ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთობლივი საზღვრები ადამიანების ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. ისინი აუცილებელია ახალი სავაჭრო პუნქტების შექმნის, ასევე ტურიზმის, განათლებისა და ეკონოიკის ფეროებში განვითარებისთვის“, – განაცხადა გაეროს პროგრამის ხელმძღვანელმა ნილ სკოტმა.

საქართველო და აზერბაიჯანი ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებისთვის უახლოეს მომავალში შეთანხმებაზე ხელმოწერას აპირებენ.

„საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში მოვაწერთ ხელს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქართულ–აზერბაიჯანული საზღვრის უკეთ მოწყობას, დაცვასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანიდან მაზახირ ეფენდიევმა.

ყველაზე ცნობილი და დატვირთული საკონტროლო–გამშვები პუნქტი საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე „წითელი ხიდია“. ასევე მოქმედებს პუნქტები „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „მტკვარი“, „გარდაბანი და მტკვარი“, „ვაშლოვანი“ და „უდაბნო“.

 

ყველა ახალი ამბავი
0