წაღვერში ხანძრის ადგილზე მოჭრილი ხეები იპოვეს

© photo : courtesy of press-service of the Government of Georgiaცეცხლის ჩაქრობა ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში
ცეცხლის ჩაქრობა ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს არკვევს, მოცემული ფაქტი ბრაკონიერობასთან არის კავშირში თუ არა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის ტყეში ხანძრის ლოკალიზებისას მოჭრილი ხეები იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გამორიცხული არ არის, რომ მოცემული ფაქტი ბრაკონიერობასთან იყოს დაკავშირებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის გამოძიებას აწარმოებს.

სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხანძართან ბრძოლა გრძელდება

„გამოძიება ყოველივე ამას ითვალისწინებს და პასუხს გაგვცემს", — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ.

წაღვერის ტყეში ხანძარი 22 სექტემბერს, დღისით გაჩნდა და ოთხ ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა.

ბოლო ინფორმაციით, ცეცხლის ღია კერები აღარ არის, დაკვამლიანების დონემაც დაიწია, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 250 მეხანძრე-მაშველი და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს 300 თანამშრომელია ჩართული. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა — 18 სახანძრო მანქანა და მაღალი გამავლობის 20 ერთეული ტექნიკა.

როგორც შსს-ს პრეს-სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია ხუთი ვერტმფრენი — ერთი აზერბაიჯანული და 2-2 ქართული და თურქული. ავიაციამ მუშაობა დილით ადრე განაახლა.

ყველა ახალი ამბავი
0