წაღვერის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანები
სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის ახალი კერები არ არსებობს, თუმცა ქარი გაძლიერდა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში.

წაღვერის ტყეში 22 სექტემბერს დაწყებულმა ხანძარმა უკვე 4 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო
ხანძარი წაღვერში - განადგურებულია 4 ჰექტარი ტყე

„ქარი ხელს გვიშლის. დღეს უფრო ძლიერი ქარია, ვიდრე გუშინ იყო. ვაკვირდებით სიტუაციას, ჯერჯერობით ხანძარი კონტროლ ქვეშ გვყავს, თუმცა ჩაქრობას ამ ეტაპზე მაინც ბოლომდე ვერ ვახერხებთ. მაგრამ მუშაობა მიდის, წყლის მიწოდება მთაში გვაქვს, ამ მიმართულებით არ ვფერხდებით", — განაცხადა ალავიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ცეცხლის ღია კერა არ ფიქსირდება.

მისი თქმით, დილიდან მუშაობაში ჩაერთვება ხუთი ვერმფრენი, მათ შორის აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოფრენილი ვერტმფრენები.

ამჟამად ავიაციამ მუშაობა შეწყვიტა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს 250 მეხანძრე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს 300 თანამშრომელი.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს 18 სახანძრო მანქანა და მაღალი გამავლობის 20 ერთეული მძიმე ტექნიკა.

კერებთან ტყეში გაიჭრა გზა, რომლითაც სახანძრო მანქანებს გადაადგილება შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0