ხანძარი წაღვერში - განადგურებულია 4 ჰექტარი ტყე

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანები
სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეებს ხანძრის კერებთან მისასვლელი გზა გაჰყავდათ

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ბორჯომის რაიონში დაბა წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

ხანძარი პარასკევს დაიწყო და დასახლებულ პუნქტთან ახლოს უკვე 4 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე გაანადგურა.

ხანძრის ჩაქრობაში 200 მეხანძრე მონაწილეობს, რომლებსაც მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის კერებთან მისასვლელი გზა გაჰყავდათ.

ხანძრის ჩაქრობას ტერიტორიის რთული რელიეფი აფერხებს.

ზაფხულში საქართველო ხანძრების მთელმა სერიამ მოიცვა — ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე მსხვილი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას ტყეში მძვინვარებდა. წინასწარი მონაცემებით, 100 ჰექტარი ტყე დაიწვა. სიტუაციას მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებდა.

ყველა ახალი ამბავი
0