საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება 26 სექტემბერს სურს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციის ირგვლივ კამათი გრძელდება - პრეზიდენტი და ოპოზიცია საკუთარ ცვლილებებს ამუშავებენ, „ქართული ოცნება" კი ამჟამინდელი პროექტის მესამე მომსმენით მიღებისთვის ემზადება

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა თხოვნით, დანიშნოს საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომა 26 სექტემბერს, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა და ის ორი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტი ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
რა დაგვიბარა ბუკიკიომ?

„საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
ოპოზიცია და პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმდნენ

რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევა იმ რეგულაციების გამო გახდა საჭირო, რომელთა თანახმად საქართველოს პარლამენტი მუშაობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს. 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი ხელისუფელბის ორგანოების არჩვენები გაიმართება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი მისი თანხმობის გარეშე შეიძლება შეიკრიბოს.

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგენს დავის საგანს მმართველ პარტიას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ოპოზიციას, პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

კანონმდებლობის თანახმად, მესამე მოსმენით კანონპროექტში აზრობრივი ცვლილებების შეტანის უფლება პარლამენტს არ გააჩნია.

თუმცა ოპოზიციასთან კომპრომისის მიღწევის მიზნით, ხელისუფლება დაპირდა, რომ კონსტიტუციის ახალ ვარიანტში ცვლილებებს მოგვიანებით შეიტანდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0