ოპოზიცია და პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრეზიდენტის სასახლე
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საპარლამენტო სისტემისა და სასამართლო რეფორმის კუთხით რამდენიმე საკითხი შეათანხმეს

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ოპოზიციასთან შეთანხმებული პროექტი წარადგინა.

საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ასევე ზოგერთ წამყვან ოპოზიციურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის დავის ერთ-ერთ ძირითად საგანს წარმოადგენს.

„დღეს შედგა კონსენსუსი 20 პარტიას შორის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ პოლიტიკურ პარტიებს ინტენსიური მუშაობისთვის და განსაკუტრებით იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც განხორციელდა ეს სამუშაო. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული აუცილებლობა: იმისათვის, რომ მივიდეთ თანხმობამდე, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ", — განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს

მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეათანხმეს საკითხები, რომლებიც ეხება საპარლამენტო სისტემას, სასამართლო რეფორმას, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მთავრობის ზედამხადველობის საკითხებს.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დათმო რაღაც, მაგრამ შედგა მთავარი — შედგა თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება "ქართულ ოცნებას" და ვენეციის კომისიას, იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა თანხმობამდე", — განაცხადა მარგველაშვილმა.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მუშაობა "ქართული ოცნების" მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებიდან სამ თვეში დაიწყო. პროექტზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, რომელშიც უმრავლესობას სწორედ "ქართული ოცნება" წარმოადგენდა.

ხელისუფლების განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, როდესაც 2018 წელს შემოდგომაზე მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0