გურიაში მოსახლეობა აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებს მიიღებს

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaაზიური ფაროსანასგან მცენარეების დაცვის საშუალება
აზიური ფაროსანასგან მცენარეების დაცვის საშუალება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ერთ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოდ გადასცემს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურიის რეგიონს აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები გადასცა, იტყობინება სოფლის მეურბეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტოს Facebook-გვერდი.

საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სრული სვლით მიმდინარეობს.

"აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ტემპერატურის დაცემასთან ერთად მავნებელი საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. სახელმწიფო აგრძელებს ღონისძიებებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად. თუმცა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის განსაკუთრებული ჩართულობა და როგორც საკარმიდამო ნაკვეთების ქიმიური დამუშავება, ასევე მექანიკური ღონისძიებების ჩატარებაც. კომპლექსური მიდგომით, შესაძლებელია მავნებლის პოპულაციის მნიშვნელოვნად შემცირება სამომავლოდ", — განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოში აზიურ ფაროსანას ავიაციის დახმარებით ებრძვიან - Sputnik საქართველო
საქართველოში აზიურ ფაროსანას ავიაციის დახმარებით ებრძვიან

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძის თქმით, პრეპარატები 50 670-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა.

სახელმწიფო ერთ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) უსასყიდლოდ გადასცემს.

ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის,აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო მასალები.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის

მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს, სადაც მავნებელია გავრცელებული.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფომ, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, გურიაში 20 ათას ჰექტრამდე ფართობი შეწამლა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია საავიაციო ტექნიკაც.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში 12 მილიონი ლარი გამოყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელიც დასავლეთ საქართველოში მასიურად პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანებისა და თხილის მოსავლის 70%-მდე განადგურება შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0