საქართველოში არჩევნებზე 3634 საარჩევნო უბანი გაიხსნება

გამოწერა
საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია და მათ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება უკვე დაიწყეს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებისვის 3634-მა საუბნო საარჩევნო კომისია გაიხსნება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოსახლეობა ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატს აირჩევს.

ბანერები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
უალტერნატივო არჩევანი... ანუ სად „წავიდა“ ოპოზიცია...

საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია და მათ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება უკვე დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუ 1 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს ან ცესკოს ვებგვერზე ამომრჩეველთა სიაში საკუთარ მონაცემებს ვერ აღმოაჩენს, მას შეუძლია 3 ოქტომბრამდე მიმართოს ცესკოს ან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 442 455 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ცესკომ ასევე პარტიების პარტიული სიების მიღება დაასრულა. დღეისათვის არჩვენებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 23 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი.

გარდა ამისა, არჩვენების მონიტორინგის მიზნით ცესკომ 35 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა.

ყველა ახალი ამბავი
0