საქართველო ზურაბ სოტკილავას გამოეთხოვა

© FB / Giorgi Margvelashviliზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი
ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ სოტკილავას დაემშვიდობნენ მისი მეგობრები და კოლეგები, საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში დასრულდა, ის საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

გამოჩენილი არტისტი თეატრის შენობიდან ოვაციებით გააცილეს. ზურაბ სოტკილავა საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალეს.

გიორგი მარგველაშვილი და ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
ზურაბ სოტკილავა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისთვის დაჯილდოვდა

სოტკილავას ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში სამძიმრებს იღებდნენ. შენობაში დაბალ ხმაზე ისმოდა სოტკილავას შესრულებით მუსიკალური ნაწარმოები, შესასვლელში მომღერლისა და მისი კოლეგების სურათები იყო გამოფენილი. მასთან დასამშვიდობებლად მივიდნენ მისი ახლობლები, კოლეგები, ცნობილი ქართველი მსახიობები და მომღერლები, ოპოზიციონერები, დეპუტატები, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქალაქის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა ორშაბათს, 18 სექტემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მოსკოვში 80 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ზურაბ სოტკილავა სამშობლოში მოსკოვიდან 21 სექტემბერს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არტისტის ცხედარს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი საპატიო ყარაული დახვდა.

ყველა ახალი ამბავი
0