თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ბლოკ „ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველოს" და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატებს შორის ჩხუბის ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ალი მამედოვი და „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი მარნეულში გასვენებაში მივიდნენ, სადაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. კანდიდატებმა ჯერ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი იჩხუბეს.
ჩხუბის შედეგად ალი მამედოვი სახის ტრავმით საავადმყოფოში აღმოჩნდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 126-ე მუხლით („ძალადობა"), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ორ წლამდე თავისუფელბის შეზღუდვას ითვალისწინებს.