7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მექსიკაში ასობით შენობა გაანადგურა და დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვიდეოში იხილავთ მექსიკის დედაქალაქის ნგრევის კადრებს.
მექსიკის სამხრეთში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები მექსიკომდეც მივიდა, სადაც 44 სახლი დაინგრა, იუწყება "რია ნოვოსტი". შენობების ნანგრევებში 153 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულებს შორის არიან — 99 ქალი და 54 მამაკაცი, მათ შორის 26 ბავშვი. მაშველებმა მეხიკოში ნანგრევებიდან 69 გადარჩენილი ამოიყვანეს. 48 ადამიანი კვლავ საავადმოფოებში იმყოფებიან, ოთხი მათგანი — მძიმე მდგომარეობაში.