კატასტროფული მიწისძვრა მექსიკაში: მაშველები გადარჩენილებს ეძებენ

გამოწერა

ძლიერმა მიწისძვრამ მექსიკის დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში დიდი ნგრევა გამოიწვია. ნანგრევებში დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ეძებენ მაშველები გადარჩენილებს.

ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა (8,1 მაგნიტუდი) ლათინური ამერიკის ისტორიაში 1985 წლის 19 სექტემბერს მოხდა მექსიკაში. მაშინ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაიღუპა და 30 ათასზე მეტი დაშავდა. 32 წლის შემდეგ ისტორია განმეორდა. ამავე დღეს, 2017 წლის 19 სექტემბერს, მექსიკაში კვლავ მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის სიძლიერემაც 7,1 მაგნიტუდს მიაღწია. კატასტროფის შედეგად დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0