თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს 17 წლის პაციენტის საქმეს, რომელიც პლასტიკური ოპერაციის შედეგად დაწყებული გართულებების გამო კომაში ჩავარდა.
უწყება აღნიშნული საკითხის შესწავლას უკვე შეუდგა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, ნინო ხუციშვილზე დაყრდნობით.
„რამდენიმე დღის წინ გოგონას მამის განცხადება შემოვიდა. საკითხის შესწავლის მიზნით დაწყებულია შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა, ანუ შუამდგომლობა სასამართლოს გადავუგზავნეთ. პრაქტიკულად ყველა სამედიცინო დაწესებულებაში საკითხის შესწავლისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება გვჭირდება. ეს პროცედურა უკვე გავიარეთ და სასამართლოს განკარგულებას ველოდებით, შეიქმნება კომისია და აღნიშნულ საქმეს ადგილზე შევისწავლით“, — განაცხადა ხუციშვილმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონას დედა, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოოპერაცია ჩაუტარდა, სამედიცინო პერსონალს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და ამჟამად ის კომაშია.