ბათუმში „ციტრუსის ექსპორტის“ ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

© photo: Sputnikმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების მიზანი - დაინტერესებული მხარეებისთვის ქართული ციტრუსის ქართული ციტრუსის საექსპორტო პოტენციალის გაცნობაა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ქართული ციტრუსის 10 მსხვილი იმპორტიორი-ქვეყნის წარმომადგენელი ბიზნეს-ფორუმზე შეიკრიბება, რომელიც ბათუმში 30 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში „ციტრუსის ექსპორტი“, მონაწილეობას მიიღებენ   ციტრუსის ადგილობრივი მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, სავაჭრო და ლოგისტიკური ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი იმპორტიორები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატები, ქართული და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები.

ქართული ატამი ექსპორტზე გადის - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ექსპორტი 29%-ით გაიზარდა

ფორუმი „ციტრუსების ექსპორტი“ ბათუმში უკვე მეორედ ტარდება.

გასეულ წელს გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო რვა ქვეყნის 19-მა უცხოურმა კომპანიამ, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მსხვილ გაერთიანებებს წარმოადგენდნენ.

წინასწარი მონაცემებით, წლევანდელ სეზონზე ციტრუსის მოსავალი, სავარაუდოდ, 50-60 ათასი ტონა იქნება, აქედან, 10 ტონა სამრეწველო გადამუშავებისთვის არის გათვლილი, დანარჩენი კი ექსპორტზე წავა.

მანდარინის ექსპორტი ძირითადად რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში  ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0