საქართველოს კულტურის მინისტრმა სომხეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

© FB / Ministry of Culture of Georgiaმიხეილ გიორგაძე და არმენ ამირიანი
მიხეილ გიორგაძე და არმენ ამირიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დელეგაციამ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სომხეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათვალიერება, შეფასება და სარესტავრაციო სამუშაოების დაგეგმვა იყო.

საქართველოს კულტურის მინისტრი სომხეთში 20-22 სექტემბრის პერიოდში იმყოფებოდა. გიორგაძეს ასევე ახლდა მისი მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხეილ გიორგაძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა, კერძოდ, სამონასტრო კომპლექსი ახტალა და ოძუნი.

გიორგი გახარია და სურენ კარაიანი - Sputnik საქართველო
საქართველო და სომხეთი ბიზნესის დაცვისათვის სპეციალურ ჯგუფს შექმნიან

გარდა ამისა, საქართველოს კულტურის მინისტრმა სომეხ კოლეგა არმენ ამირიანთან გამართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხები განიხილეს.

"ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და სომხეთის კულტურის მინისტრებმა ერევანში დიდი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრის "მტირალა ჯოკონდას" ინსტალაცია გახსნეს. ინსტალაციის ავტორი დიზაინერი არამ ნიკოლიანია", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სომეხ კოლეგებთან გამართეს შეხვედრა, რომელზეც საუბარი შეეხო ორ ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების საკითხებს.

საქართველოს კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ერევანში ქართული მხარის ვიზიტი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით დელეგაცია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს დაესწრო. მათ შორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული პროგრამა "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს" პრეზენტაცია

ყველა ახალი ამბავი
0