თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვაჟ დავით ხარშილაძეს, რომელსაც ნა რკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2" (Rustavi2).
ელისო კილაძის თქმით, მისი შვილი უკანონო პატიმარი იყო და ნარკოტიკები ჩაუდეს, რომ "ის დაისაჯა მხოლოდ იმისთვის, რომ ელისო კილაძის შვილი და გაზეთ "ქრონიკა+"-ის თანამშრომელი იყო".
"იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი კეთილგონიერებას გამოიჩენს და ყველა ის პირი, რომლებიც ჩემი შვილის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურიდან იქნება გათავისუფლებული", — განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ: ხარშილაძე მარტის შუა რიცხვებში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. როგორც მან სასამართლოზე განაცხადა, ნარკოტიკები მას პოლიციის თანამშრომლებმა "ჩაუდეს". ხარშილაძის დაკავებიდან მოკლე ხანში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პოლიციელები ხარშილაძეს ცინიკურად და დამამცირებლად ექცეოდნენ. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ კონფლიქტის პროვოცირებას.