ქართველი ხელოვანის ნაქარგები, რომელიც საქართველოსა და იტალიის ტაძრებში ინახება

© Courtecy by Ketevan mikadzeქეთევან მიქაძის ნამუშევარი
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი ქეთევან მიქაძე ქარგვით 17 წლის წინ დაინტერესდა. ოქრომკერდით ქარგვის ტექნიკას შვილთან ერთად დაეუფლა. ქალბატონი ქეთევანი ძირითადად ხატებს ქარგავს.

მისი ნამუშევრები საქართველოს არა ერთ ტაძარში და მონასტერში ინახება. საკუთარ სოფელში, მაიდანში ტაძარს ივერიის ღვთისმშობლის მოქარგული ხატი შესწირა, ახლა ამ ტაძრისთვის გარდამოხსნას ქარგავს, რომელსაც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესწირავს ტაძარს. ყველაზე ამაღელვებლად კი, იმ წუთებს იხსენებს, როცა საკუთარი ხელით მოქარგული სამების ხატი საქართველოს პატრიარქს საჩუქრად გადასცა.

© FB / Qetino Miqadzeქეთევან მიქაძის მიერ მოქარგული გარდამოხსნა
ქეთევან მიქაძის მიერ მოქარგული გარდამოხსნა - Sputnik საქართველო
ქეთევან მიქაძის მიერ მოქარგული გარდამოხსნა

— მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული. ყოველთვის მიყვარდა მხატვრობა, მაგრამ მე არასოდეს მეხერხებოდა ხატვა. 

- როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ხელოვნებას, ქარგვას?

— მე და ჩემი ქალიშვილი ვსეირნობდით რუსთაველზე. ხელოვნების და ლიტერატურის მუზეუმში იყო ნაქარგების გამოფენა. რომ მივედით  დასათვალიერებლად, ძალიან მოვიხიბლეთ და სწორედ მაშინ დავინტერესდით ქარგვით. თავიდან ჩემმა ქალიშვილმა დაიწყო სწავლა და შემდეგ მეც შევუერთდი. ეს იყო დაახლოებით 17 წლის წინ.

© Courtecy by Ketevan mikadzeქეთევან მიქაძის ნამუშევარი
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი

- როგორ შეისწავლეთ ქარგვა, მასწავლებელთან დადიოდით?

— ქარგვა შემასწავლა ქალბატონმა დოდო ნემსაძემ, ჩვენ რა თქმა უნდა უკვე ვმეგობრობთ. ამ ზაფხულს ქობულეთის კულტურის სახლმა გადაუხადა 80 წლის იუბილე და პატარა გამოფენაც მოვაწყვეთ. მეც ვიყავი ჩასული, ასვე ქალბატონი დოდოს სხვა ყოფილი მოსწავლეები და ეხლა უკვე მეგობრები.  

თავდაპირველად ჩემმა ქალიშვილმა დაიწყო და თავად მასწავლიდა. მერე გადავწყვიტე მეც მევლო, ასე პასუხისმგებლობა მეტი მექნებოდა. სიმართლე გითხრათ თავიდან გამიჭირდა. მეგონა, რომ ჩემზე ბევრად პატარები უფრო ადვილად აითვისებდნენ, ვიდრე მე. ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი.  თუმცა სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ყველა სირთულე დავძლიე. საკმაოდ რთული ტექნიკით სრულდება ის ნამუშევრები, რომელსაც მე ვქმნი.

© Courtesy of Ketevan Mikadzeქეთევან მიქაძე
ქეთევან მიქაძე - Sputnik საქართველო
ქეთევან მიქაძე

- ქარგვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. თქვენი ნამუშევრები რა მეთოდით იქმნება?

— ამას  ოქრომკერდით ქარგვის ტექნიკა ქვია. იქარგება ოქროს ძაფებით. ადრე ნამდვილად ოქროს ძაფებით ქარგავდნენ, ეხლა არის ოქროსფერი ძაფები. ნაჭერი, რომელზე ვაპირებთ მოქარგვას, უნდა იყოს მყარი. ოქროსფერი ძაფი ქსოვილში არ ჩადის, ზემოდან მუშავდება და მაგრდება უფერო ძაფით, ისე რომ მეორე ძაფი საერთოდ არ ჩანს.

© Courtecy by Ketevan mikadzeქეთევან მიქაძის ნამუშევარი
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი
 

- ამ პერიოდის განმავლობაში რამდენი ნაქარგი დაგიგროვდათ?

— საკმაოდ ბევრი ნამუშევარი მაქვს შექმნილი. სულ ახლახან მქონდა პერსონალური გამოფენა და 45 ნახატი მქონდა წარმოდგენილი, ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე მქონდა სახლში. ძალიან ბევრი მაქვს გაჩუქებული და მონასტრებისთვის, ტაძრებისთვის  შეწირული. 

ჩემი პერსონალური გამოფენა არტ გალერეა „შავ ლომში“ გაიმართა. გამოფენას სტუმრობდნენ ჩემი მეგობრები, ახლობლები. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო და წარმატებით ჩაიარა. 

© Courtecy by Ketevan mikadzeქეთევან მიქაძის ნამუშევარი
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საზოგადოების აზრი თქვენს ნამუშევრებთან დაკავშირებით?

— ეს ჩემი სულიერი საზრდოა. ქარგვა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თუ სადმე არ ვარ წასული, ჩემი დილა იწყება ქარგვით. დღე არ გავა, რომ მე ხელი არ მოვკიდო ქარგვას.

- თითოეული ნაქარგი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია, თუ სხვადასხვა ესკიზებიდან გაქვთ აღებული?

— სიმართლე გითხრათ ხატვა არ ვიცი. ვიღებ სხვადასხვა ნახატებს და შემდეგ იქ ვამატებ სხვადასხვა დეტალებს. ყველაფერი არ კეთდება ძაფით. შემიძლია გარკვეული დეტალები შევცვალო და ჩავამატო. 

© Courtecy by Ketevan mikadzeქეთევან მიქაძის ნამუშევარი
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი

- ფერებს როგორ ახამებთ ერთმანეთს? ალბათ ეს ნიჭი თანდაყოლილი უნდა გქონდეს, ამას ვერ ისწავლი…

— ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ფერების შეხამება თავიდან ძალიან მიჭირდა. თუმცა ეხლა ძალიან სასიამოვნო პროცესად იქცა ჩემთვის. 

© Courtecy by Ketevan mikadzeქეთევან მიქაძის ნამუშევარი
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი

- იმ ნამუშევრებს შორიც, რაც შეგიქმნიათ ყველაზე რთული ნამუშევარი რომელი იყო?

— გარდამოხსნა მაქვს გაკეთებული, რომელსაც ყველაზე მეტი დრო მოვანდომე. მოცულობით ძალიან დიდი იყო და სამი წელი მოვანდომე მოქარგვას. ორი წელი მოვუნდი სამების მოქარგვას, რომელიც სამების ტაძარშია დაბრძანებული. ჩემი ცხოვრების დასამახსოვრებელი წუთები იყო, როცა პატრიარქს ჩემს მიერ მოქარგული სამების ეს ხატი მივართვი. ახლა ხატი დიდი სამების საკურთხეველშია დაბრძანებული.

ჩემი ნამუშევარი დაბრძანებულია ასევე, ბორჯომის მწვანე მონასტერში. აბაშაში არის ჩემი სოფელი, მაიდანი და იქ შევწირე ტაძარს ივერიის ღვთისმშობლის ხატი. იტალიაში, ფლორენციაშიც კი მაქვს შეწირული ხატი. ჩემი შვილი იქ არის და აქედან გავაგზავნე საგანგებოდ და შეწირა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს. 

© Courtecy by Ketevan mikadzeქეთევან მიქაძის ნამუშევარი
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთევან მიქაძის ნამუშევარი

- როცა ნამუშევარს აჩუქებთ, გულის სიღრმეში გული არ გწყდებათ?

— არა, პირიქით, ძალიან მიხარია. გული მწყდება იმ შემთხვევაში, როცა ჩემთვის მაქვს გაკეთებული და მთხოვენ, რომ გავყიდო. რასაც ვთვლი, რომ ჩემია იმაზე მართლა მწყდება გული.  როცა ვიცი, რომ ტაძრისთვის არის, ან საჩუქარია, ამ შემთხვევაში ძალიან მიხარია. 

ეხლა გარდამოხსნას ვაკეთებ, ჩემი სოფლისთვის. აღდგომისთვის მინდა მოვასწრო და მოუთმენლად მელოდებიან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0