ბასილაშვილი საფრანგეთის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

© AFP 2024 / Lionel BONAVENTUREნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახევარფინალში გასვლაზე ქართველი ჩოგბურთელი უზბეკეთის წარმომადგენელს შეხვდება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (64) ორ სეტში ლუკსემბურგელ ჟილ მიულერს (23) ანგარიშით 6:4, 6:4 მოუგო და საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე АТР 250-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირზე ის მეოთხედფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა ცინცინატში გამოსვლა დაასრულა

ქართველი ჩოგბურთელის წარმატების მთავარი საწინდარი მისი ჩაწოდება გახდა. ბასილაშვილი იმდენად დამაჯერებლად ასრულებდა მას, რომ მიულერმა ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გააკეთა.

ბასილაშვილმა ორი ბრეიკი გააკეთა. ორივე სეტში ეს 4:4 ანგარიშის დროს მოხდა.

გამარჯვებამ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო ფონდის თითქმის 14 000 ევრო მოუტანა.

ნახევარფინალში გასვლაზე ბასილაშვილი უზბეკეთის წარმომადგენელ დენის ისტომინს (82) შეხვდება, რომელმაც გერმანელ იანიკ მადენს ანგარიშით 6:3, 6:7, 7:6 სამ სეტში მოუგო.

ტურნირი მეცში 24 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 482 000 ევროა, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებული კი ფრანგი ლუკა პუია.

ყველა ახალი ამბავი
0