თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ლიდერმა მამაკაცთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილმა (65) ორ სეტში ცინცინატში გამართულ АТР-ს სერიის ტურნირის 1/8 ფინალურ მატჩში ამერიკელ ჯერედ დონალდსონთან წააგო 4:6, 6:7.
პირველ სეტში მეტოქეებს შორის თითქმის თანაბარი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მეცხრე გეიმში დონალდსონმა ბრეიკის გაკეთება შეძლო და პარტია მოიგო 6:4.
მეორე სეტი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო, თუმცა ქართველმა სპორტსმენმა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, შედეგად — ტაი-ბრეიკი, რომელშიც მეტად გაუმართლა ამერიკელს.
1/8 ფინალში გასვლისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 62 აშშ დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
ცინცინატში "მასტერსი" 20 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მოქმედი გამარჯვებულია ხორვატი მარინ ჩილიჩი.