ქართველი ჩოგბურთელი ცინცინატის „მასტერსის“ 1/8-ში გავიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილის შემდეგი მოწინააღმდეგე აშშ-ის წარმომადგენელი - 20 წლის ჯარედ დონალდსონი იქნება.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (65)  ორ სეტში 6:3, 6:3 ამერიკელ კრისტიან ჰარისონს სძლია (240) და ცინცინატის (აშშ) საჩოგბურთო ტურნირის „მასტერსის“  1/8-ში გავიდა.

ბასილაშვილმა არცთუ ცუდად ითამაშა და  შემდეგ რაუნდში გადასვლა რომ გაეფორმებინა, მას სულ რაღაც 59 წუთი დასჭირდა. თუმცა, შეხვედრის დროს ქართველ ჩოგბურთელს ჩავარდნებიც ჰქონდა, რამაც ჰარისონის ორი ბრეიკ- პოინტი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელი ქართველზე მეტ შეცდომას უშვებდა. მეორე ჩაწოდების შემდეგ, ჰარისონმა შეძლო მხოლოდ ბურთების 31%-ის მოგება. რასაკვირველია, ბასილაშვილმა ამით ისარგებლა და ხუთჯერ მოიგერია მოწინააღმდეგის ჩაწოდება, რამაც საერთო წარმატება განაპირობა.

1/8 ფინალში გასვლის წყალობით, ბასილაშვილმა 90 რეიტინგული ქულა და 62 ათას აშშ დოლარზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

ტურნირზე ბასილაშვილის შემდეგი მოწინააღმდეგე კვლავ აშ-ის წარმომადგენელი იქნება — 20-წლის ჯარედ დონალდსონი (60), რომელმაც სამ სეტში 6:4, 2:6, 6:4 ესპანელი ბაუტისტა აგუტა დაამარცხა.

მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ კრისტიან ჰარისონს შეხვდება, რომელსაც АТР-ს რეიტინგში 240-ე ადგილი უკავია.

ცინცინატში "მასტერსი" 20 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მოქმედი გამარჯვებულია ხორვატი მარინ ჩილიჩი.


ყველა ახალი ამბავი
0