საჩივრების შემდეგ სკოლებში ბუფეტების შემოწმება დაიწყო

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშისკოლის ბუფეტი
სკოლის ბუფეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლებში არდადეგების დაწყებამდე გეგმიურად შემოწმდა 108 სკოლის ბუფეტი, ერთ სკოლაში დაუგეგმავი ინსპექტირება ჩატარდა, ხოლო 141 ხელმეორედ გადაამოწმეს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს სკოლებში კვების ობიექტების შემოწმება დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия კვების პროდუქტების უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი მიქაძეზე დაყრდნობით.

კლასში შესასვლელთან - Sputnik საქართველო
სკოლებში დიდი შესვენება ბრუნდება

მიქაძის განცხადებით, სკოლებში ბუფეტების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება.

"ჩვენ გვაქვს რისკის შეფასების ელექტრონული პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით აფასებს ყველა კომპანიის რისკებს, მათ შორის, სასკოლო ბუფეტებში… დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ გარკვეული სანქციები დაეკისრებათ", — განაცხადა მიქაძემ.

მან იქვე დაამატა, რომ დაუგეგმავი ინსპექტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებაში საჩივრები შევიდა.

სკოლებში არდადეგების დაწყებამდე გეგმიურად შემოწმდა 108 სკოლის ბუფეტი, ერთ სკოლაში დაუგეგმავი ინსპექტირება ჩატარდა, ხოლო 141 ხელმეორედ გადაამოწმეს.

ყველა ახალი ამბავი
0