სკოლებში დიდი შესვენება ბრუნდება

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიკლასში შესასვლელთან
კლასში შესასვლელთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ შესვენებაზე მოსწავლეები უფასოდ მიღებული ვაშლის ჭამას შეძლებენ.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სახელმწიფო სკოლებში კვლავ დაწესდება დიდი შესვენება, რომლის დროს მოსწავლეები სადილობას შეძლებენ, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.

მინისტრის თქმით, ვაშლი მოსწავლეებს სწორედ დიდ დასვენებაზე დაურიგდებათ. ვაშლის დარიგება სკოლებში მინისტრის ინიციატივაა, რომელიც მოსწავლეების ჯანსაღ კვებას სერიოზულად მოეკიდა.

"ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ, რომ წყნარად მირთმევის საშუალება ჰქონდეთ ბავშვებს ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი დასვენების დროს დარიგდება ვაშლი, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე, ვისაც სურვილი არ ექნება, რა თქმა უნდა, არავინ დააძალებს, რომ ასე მიირთვას", — განაცხადა ჯეჯელავამ.

ვაშლი ყუთში - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სამინისტრო თბილისის სკოლებში ვაშლს დაარიგებს

მან აღნიშნა, რომ ექიმების რეკომენდაციით მოსწავლეებს სწორედ ვაშლი დაურიგდებათ, რადგან ის არ იწვევს ალერგიას და ძალიან სასარგებლოა. ბავშვები ვაშლს უფასოდ კვირაში სამჯერ მიიღებენ.

განათლების სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ქვეყნის სკოლების კვების სასარგებლო პროდუქტებით მომარაგებისთვის აქტიური მუშაობა დაიწყო. საქართველოს სკოლების ბუფეტებში აიკრძალა ჩიფსების, კუბეტების, შოკოლადის, კანფეტებისა და გაზიანი სასმელების შეტანა.

ყველა ახალი ამბავი
0