საქართველოს ორ მოქალაქეს ბელარუსში პატიმრობა შეეფარდა

© AFP 2024 / PATRICK KOVARIKბადრაგი ციხეში
ბადრაგი ციხეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები ბელარუსის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში ხუთ წელზე მეტი ვადით პატიმრობას მოიხდიან

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებსაც ბელარუსიელი გოგონების თურქეთში პროსტიტუციის საქმიანობაში ჩაბმის მცდელობაში ადანაშაულებდნენ, ვიტებსკის საოლქო სასამართლოში პატიმრობა შეეფარდათ, იუწყება "Sputnik-ბელარუსი" ვიტებსკის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწეზე, ნატალია პლატონენკოზე დაყრდნობით.

მამაკაცები მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, როდესაც ისინი ვიტებსკის 18 წლის მკვიდრი გოგონების სტამბულში „ღამის პეპლებად" სამუშაოდ წასვლაზე დათანხმებას ცდილობდნენ. სუტენიორების მიმართ ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 და 171-ე მუხლებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ბოსფორის სრუტე - Sputnik საქართველო
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს: ბრალდებული ქართველია

„ვიტებსკის რკინიგზის რაიონის სასამართლომ დახურულ სასამართლო სხდომაზე საქართველოს ორი მოქალაქის მიამრთ განაჩენი გამოიტანა", — აღნიშნა პლატონენკომ.

მან ასევე დააზუსტა, რომ სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო პროსტიტუციის ორგანიზებისა და გამოყენების მომზადებაში, რომელსაც თან ახლდა სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ პირის გაყვანა პროსტიტუციის დაწყების მიზნით.

მისი თქმით, სასამართლომ ერთ სუტენიორს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორეს — 5 წლითა და 9 თვით. ორივე მოიხდის სასჯელს გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში, ასევე მათი ქონების კონფისკაცია მოხდება.

განაჩენი კანონიერ ძალაში არ შესულა და შეიძლება გასაჩივრდეს.

ყველა ახალი ამბავი
0