თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს: ბრალდებული ქართველია

© photo: Sputnik / Ruslan Krivobokბოსფორის სრუტე
ბოსფორის სრუტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, გივი მაჩაიძე, რომელიც ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა, საქართველოს მოქალაქემ მოკლა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული მისი თანამემამულე აღმოჩნდა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ოჯახის ინფორმაციით, მაჩაიძე გასულ კვირაშია მოკლული, თუმცა, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა. მას სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა დანით მიყენებული თავის არეში. მკვლელობის მიზეზად ჩხუბი დასახელდა.

ხედი სტამბულზე - Sputnik საქართველო
თურქეთში დაკავებულია საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

ბრალდებული სტამბულის პოლიციამ უკვე დააკავა.

„დიახ, მკვლელობაში (მაჩაიძის) საქართველოს მოქალაქეს ედება ბრალი“, — განაცხადა საგარეო უწყების პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

საინფორმაციო საშუალებების მონაცემების თანახმად, 39 წლის მაჩაიძე სტამბულში სამუშაოდ ცხრა წლის წინ წავიდა. ის ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა.

მკვლელობის დღეს მაჩაიძე ფაბრიკაში კუთვნილი ხელფასის — 900 ლირის (დაახლოებით 250 აშშ დოლარი) ასაღებად წავიდა, რის შემდეგაც, ოჯახის წევრების სიტყვებით, ის სცემეს და მოკლეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Rustavi2 იუწყება. მაჩაიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მაჩაიძის ოჯახის წევრები და ახლობლები „სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან იმყოფებიან, დაღუპულის ცხედარს თურქეთიდან დღეს გადმოასვენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0