თურქეთში დაკავებულია საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიხედი სტამბულზე
ხედი სტამბულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია და გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თურქეთში დაკავებულია ქართველი ემიგრანტის მკვლელი. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გივი მაჩაიძე სტამბულში, ბაირამ ფაშაში ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა. ის ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.

ანკარის პოლიცია - Sputnik საქართველო
სასტიკი მკვლელობა თურქეთში: ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

ოჯახის წევრები მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

როგორც „sputnik–საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თურქული მხარის ცნობით, მამაკაცი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა დანით მიყენებული თავის არეში.

„29 ივნისს გენერალურ საკონსულოში სტამბულის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება", — აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გარდაცვლილის ცხედარს საქართველოში გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბულის მერიის მხარდაჭერით დღეს გადმოასვენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0