სასტიკი მკვლელობა თურქეთში: ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

© photo: Sputnik / Eray Erkylych / გადასვლა მედიაბანკშიანკარის პოლიცია
ანკარის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქართველი ქალი თურქეთში აწამეს და შემდეგ მოკლეს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქართველი ემიგრანტი, 34 წლის ელენე გოკაძე თურქეთის ქალაქ ორდუში წამებით მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თურქულ მედიაზე დაყრდნობით. 

ბერლინის პოლიცია - Sputnik საქართველო
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

მასმედიის ინფორმაციით, ქალი თურქეთის მოქალაქემ გაიტაცა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა და რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა მას.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებმა პოლიციას უსიამოვნო სუნის შესახებ შეატყობინეს. პოლიციამ  ბინის კარი შეამტვრია და ყელგამოჭრილი ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვა. ქალი სკამზე იყო მიბმული.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტრაპიზონში დააკავეს.

ახალგაზრდა ქალი ემიგრაციაში 10 წელი ცხოვრობდა. მასმედიის ინფორმაციით, ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის მკვიდრია.


ყველა ახალი ამბავი
0