თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ქალაქ მაინჰაიმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს კორესპონდენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
მამაკაცი ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა, აღნიშნა მან.
„ბერლინში საქართველოს საკონსულო სამსახურში გერმანიის შესაბამისი სამსახურებიდან ოფიციალური განცხადება არ შესულა. გაიმართა კონსულის სატელეფონო საუბარი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც მათ დაადასტურეს, რომ 10 აპრილს ძალადობრივი ჩარევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა“, — განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ამჟამად ცხედრის ექსპერტიზა ტარდება და დაწყებულია გამოძიება.
„დანარჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი", — აღნიშნა მან.