მოსკოვი ზურაბ სოტკილავას ემშვიდობება

© www.imena-vremena.ruზურაბ სოტკილავა
ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არტისტის ბოლო სურვილის თანახმად, მას საქართველოში დაკრძალავენ.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტს, საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავას მოსკოვის დიდ თეატრში ემშვიდობებიან, სადაც ის 1974 წლიდან მოღვაწეობდა.

ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ორშაბათს, 18 სექტემბერს მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. არტისტთან გამოსამშვიდობებლად მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები და კოლეგები მივიდნენ, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი რუსი პედიატრი და ქირურგი ლეონიდ როშალი, მოსკოვის კონსერვატორიის რექტორი ალექსანდრ სოკოლოვი და დიდი თეატრის საოპერო დასის სოლისტები. სამძიმარს სოტკილავას ქვრივი და მისი ქალიშვილი იღებენ.

ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
ზურაბ სოტკილავას ტკბილი მეგრული სიმღერების ნაკრები უკანასკნელ სახსოვრად

ცნობილი საოპერო მომღერლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე რუსეთის პირველმა პირებმა — პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა და კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ.

1073 წელს დიდი თეატრში სოტკილავას დებიუტი ოპერა "კარმენით" შედგა, სადაც ხოსეს პარტია შეასრულა, ერთი წლის შემდეგ კი დასში მიიწვიეს. თუმცა, იგი თავისი კარიერის მთავარ აღიარებად ოტელოს პარტიას თვლიდა.

სოტკილავა არამარტო გამოჩენილი საოპერო მომღერალი იყო: ახალგაზრდობაში მას ფეხბურთში ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა. პირველად ის სოხუმის, შემდეგ კი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში თამაშობდა. ვარჯიშს თავი სერიოზული ტრავმის გამო დაანება, თუმცა, სპორტისადმი სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა.

არტისტის ბოლო სურვილის თანახმად, მას საქართველოში დაკრძალავენ.

ყველა ახალი ამბავი
0