ზურაბ სოტკილავას ტკბილი მეგრული სიმღერების ნაკრები უკანასკნელ სახსოვრად

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ სოტკილავა
ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
გამოწერა

სახელგანთქმული ტენორი, ოპერის მომღერალი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ სოტკილავას უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისთვის, მათ შორის ღირსების ორდენი – მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისთვის.

მას სამშობლოში დაკრძალავენ.

„ასეთი იყო მისი ნება, ეს იყო მისი სურვილი… მე და ჩემს გოგონებსაც ეს გვინდა. და, ვფიქრობ, ამას ხელს არაფერი შეუშლის", — განაცხადა სოტკილავას ქვრივმა.

ვემშვიდობებით საამაყო ტენორს და გთავაზობთ ზურაბ სოტკილავას მიერ შესრულებულ მეგრულ სიმღერებს.

ყველა ახალი ამბავი
0