თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ბაზალეთის ტბაზე საერთაშორისო ბანაკი Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017-ი გაიხსნა, ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ბანაკში 24 სექტემბრამდე მსოფლიოს ათი ქვეყნიდან 80 ბავშვი დაისვენებს. მათგან 47 უცხოელია, დანარჩენები — უცხოეთში მცხოვრები ქართველები. პროექტის მიზანია — კულტურათაშორისი მეგობრობის გაღრმავება და არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა.
ბანაკი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ლიტერატურა, მედია-არტი (ფოტოხელოვნება, კინემატოგრაფია), ვიზუალური არტი (ფერწერა, კერამიკა, ქანდაკება, კომიქსები), კონცეფტუალური ხელოვნება.
პროექტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ახორციელებს სპორტის სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.
2017 წლიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით 10 000-მა ბავშვმა დაისვენა ახალგაზრდულ, ინკლუზიურ, სკაუტ და ეკობანაკებში. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და უფრო მასშტაბური გახდება, ამტკიცებენ უწყებაში.