რუსი თანამემამულეების შვილები ბაკურიანში 10 დღეს დაისვენებენ

გამოწერა

„საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭომ” ზაფხულის არდადეგებზე ბაკურიანში ბავშვებისთვის ტური დაგეგმა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

რუს თანამემამულეთა ბავშვები ბაკურიანში საზაფხულო ბანაკში 10 დღე დარჩებიან, სადაც მათ გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები ელით.

25-კაციანი ჯგუფისთვის სასცენო და სამსახიობო ხელოვნების, რუსული ენის კურსებია დაგეგმილი. გარდა ამისა, მოხდება კინოფილმების ჩვენება, ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები, ტურნირები და ვიქტორინები. დაგეგმილია ექსკურსიებიც.

რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული პროექტი შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0