ატმის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 88%-ით გაიზარდა

გამოწერა
2016 წლის მონაცემებთან შედარებით, წელს ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება 1,5-ჯერ მეტია

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული ატმის რაოდენობამ 10.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 88 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდი.

ატამი - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1,5 ჯერ მეტია 2016 წლის ანალოგიურ ნაჩვენებელზე. 2016 წელს ეს ციფრი 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წელს ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (81 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8 %), სომხეთის რესპუბლიკაში (6 %), უკრაინასა და ყაზახეთში განხორციელდა, ხოლო ატმის საბითუმო ფასი 20-დან 90 თეთრამდე მერყეობდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის ატმის სეზონი უკვე დასრულებულია.

ყველა ახალი ამბავი
0