საქართველოში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

გამოწერა
შემნახველი მეურნეობა ბოლნისში „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში გაიხსნა

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბოლნისში შაბათს „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა, სადაც ყოველ წელს ერთდროულად 2000 ტონა სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინსიტროს Facebook-გვერდი.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნე პროდუქციის შემნახველი საწარმო — შპს „მზიანი მოსავალი" „ერთიანი აგროპორექტის" ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 660 388 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 330 194 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო, იუწყება საოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ახორციელებს "ერთიან აგროპროექტს", რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ყველა ახალი ამბავი
0