თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კიბერშეტევის გამო ერთ დღეში რამდენჯერმე შეწყვიტა მუშაობა მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ვებგვერდმა, ნათქვამია ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ვებგვერდის გატეხვის მცდელობამდე გარკვეული დროით ადრე ტელეკომპანიის Facebook-გვერდზე მუქარის შემცველი რამდენიმე შეტყობინება გაჩნდა.
ტელეკომპანიამ უკვე მიმართა შსს-ს, რომელიც მუქარის შემცველ შეტყობინებებს სწავლობს.
„გარკვეული დროით დავკარგეთ მართვა ვებგვერდზე, როგორც სისტემური ადმინისტრატორიდან, ასევე მომხმარებელი „რუსთავი 2-ის" ვებგვერდს ვერ ხედავდა. კიბერშეტევის მიუხედავად, ვებგვერდის მონაცემთა ბაზები, არქივი სრულად შენარჩუნებულია და ამჟამად საიტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს", — განაცხადა მელაძემ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ტელეარხია. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის მხარდაჭერისთვის მას ხშირად აკრიკტიკებენ.