https://sputnik-georgia.com/20170919/policielze-TavdasxmaSi-braldebuls-9-wliT-patimroba-seufardes-237396661.html
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეუფარდეს
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეუფარდეს
Sputnik საქართველო
პოლიციელებმა შეიტყვეს, რომ მამაკაცს, რომელიც თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე იმყოფებოდა, იარაღი ჰქონდა და მისი დაკავება გადაწყვიტეს. 19.09.2017-ს, Sputnik საქართველო
2017-09-19T18:10+0400
2017-09-19T18:10+0400
2021-10-19T16:19+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2017
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში – 2018, საქართველო
შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში – 2018, საქართველო
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეუფარდეს
18:10 19.09.2017 (განახლებულია: 16:19 19.10.2021) პოლიციელებმა შეიტყვეს, რომ მამაკაცს, რომელიც თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე იმყოფებოდა, იარაღი ჰქონდა და მისი დაკავება გადაწყვიტეს.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
19 სექტემბერი 2017, 14:52
საქმის მასალების თანახმად, წარსულში ნასამართლევი დ.ფ. ნუცუბიძის ფერდობზე ავტომობილში ნაცნობებთან ერთად იმყოფებოდა. მას თან ჰქონდა „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა.
აღნიშნული ცნობილი გახდა პოლიციის თანამშრომლებისთვის და მათ ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელის დაკავება დაგეგმეს.
მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და მიმალვის მიზნით დ.ფ.-მ ავტომობილიდან გადმოუსვლელად პოლიციელებს რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, მისი საცხოვრებელი სახლიდან კი 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა ამოიღეს.