„კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვის სასამართლო 26 სექტემბერს დაიწყება

© photo: Sputnik / Valeri Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიშაქრო კალაშოვი
შაქრო კალაშოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაქრო კალაშოვის წინააღმდეგ საქმე გამოძალვის მუხლითაა აღძრული.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია (შაქრო) კალაშოვის გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი 26 სექტემბერს გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მოსკოვის ნიკულინსკის რაიონული სასამართლოს პრეს-მდივანზე დაყრდნობით.

რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
„კანონიერი ქურდი“ კალაშოვი მოსკოვში მკვლელობის საქმეზე დააკავეს

„კალაშოვის საქმის წინასასამართლო მოსმენა 26 სექტემბერს, 14:30 საათზე გაიმართება“, — განაცხადა პრეს-მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე პროცესი დახურულ რეჟიმში ტარდება.

ამ საქმესთან დაკავშირებით გამამტყუნებელი დასკვნა მოსკოვის პროკურატურამ გამოიტანა, 14 ფიგურანტს ბრალად ედება როჩდელის ქუჩაზე ერთ-ერთი რესტორნის ხელმძღვანელობისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა.

კალაშოვი პროცესზე გამოძალვის მუხლით გადის, რომელიც 2015 წლის დეკემბერში მოსკოვის ცენტრში, რესტორან Elements-თან მომხდარი სროლის ფაქტზე აღიძრა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, ამ საქმის ფარგლებში დაკავებულია საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი. გამოძიების ვერსიით, მათ ბოროტმოქმედებისგან ქრთამი აიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0