გორიჯვარის მთაზე ხანძარს ებრძვიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ეკიპაჟი
სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა 1,5 ჰექტარი ფართობი ტერიტორია მოიცვა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქალაქ გორთან, გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გორის რაიონული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გელა კაპანაძეზე დაყრდნობით.

ხანძარი მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
2017 წლის დასაწყისიდან აგვისტომდე საქართველოში ტყის 23 ხანძარი დაფიქსირდა

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადგილობრივი მკვიდრის სახლი დაზიანდა, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, რომელიც ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხს განიხილავს.

„ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ბოლომდე ლიკვიდირებული არ არის. ხანძარმა 1,5 ჰექტარი ფართობი ტერიტორია მოიცვა. იწვის ბუჩქები, ბალახები. ვითარებას ართულებს ქარი, რომელიც ხელს უწყობს ხანძრის გავრცელებას“, — განაცხადა კაპანაძემ.

შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

ყველა ახალი ამბავი
0