საქართველოს საგარეო უწყება ევროპაში ავტომობილების შეძენის მსურველებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისში
საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ტერიტორიაზე ავტომობილის შეძენისას საქართველოს მოქალაქეებმა საექსპორტო დეკლარაცია უნდა მოითხოვონ, რათა საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე ჯარიმის გადახდა არ მოუწიოთ.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროპაში ავტომობილების შეძენისას საქართველოს მოქალაქეები საექსპორტო დეკლარაციას არ ითხოვენ, რის გამოც მათ საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე ჯარიმის გადახდა უწევთ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ტრანსპორტის მოძრაობა - Sputnik საქართველო
საქართველოში მძღოლებმა 2016 წელს 74 მლნ ლარზე მეტი ჯარიმა გადაიხადეს

ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა იმის გამო წარმოიქმნება, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპულ ქვეყნებში ავტომობილების შეძენისას არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბერძნეთი-თურქეთის საზღვრის გავლით ევროკავშირის ტერიტორიიდან გასვლისას აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საექსპორტო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცემათ.

საბერძნეთის კანონმდებლობით, აღნიშნული დოკუმენტის უქონლობა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ევროს ოდენობით. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ავტომობილებს ევროპაში ყიდულობენ და ხელთ არ აქვთ საექსპორტო დეკლარაცია, საბერძნეთი-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე ჯარიმა აუცილებლად უნდა გადაიხადონ.

"უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული დოკუმენტის მიღება შესაძლებელია იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა ავტომობილის შეძენა. საბერძნეთის საბაჟო სამსახურები საექსპორტო დეკლარაციას არ აფორმებენ", — აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ყველა ახალი ამბავი
0