საქართველოში მძღოლებმა 2016 წელს 74 მლნ ლარზე მეტი ჯარიმა გადაიხადეს

© Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტის მოძრაობა
ტრანსპორტის მოძრაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ავტომობილების მძღოლებს ერთი წლის განმავლობაში 1,4 მილიონი ჯარიმა გამოუწერეს.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევმა მძღოლებმა 2016 წელს ჯარიმის სახით 74,1 მილიონზე მეტი ლარი გადაიხადეს, იუწყება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

აღნიშნულ პერიოდში გამოწერილია 1,4 მილიონი ჯარიმა, მათგან 280 ათასზე მეტი ვიდეოჯარიმაა. ამასთან, ჯარიმების 70% სიჩქარის გადაჭარბებას,  საპირისპირო ზოლზე გადასვლას და სხვა საგზაო მოძრაობის სამართალდარღვევას ეხება, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

2016 წელს სიჩქარის გადაჭარბებისთვის გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 10 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის — 3,5 მილიონ ლარზე მეტი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოიცა კანონი უკონტაქტო პატრულირების შესახებ

რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას, ამ დარღვევისთვის 31 ათასი საჯარიმო ქვითარია გამოწერილი.

ჯარიმების არცთუ დიდი ოდენობაა გამოწერილი უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის — 50 ათასი, ხოლო მოძრაობისას მობილური ტელეფონით ლაპარაკისთვის — 157 ათასი.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს 6,9 ათასზე მეტი ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც 581 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9,9 ათასი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევების 29%-ის მიზეზი მანევრირების წესების დარღვევა გახდა, 23%-ის — სიჩქარის გადაჭარბება და მხოლოდ 4%  — არაფხიზელი მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვევების 19%-ის მიზეზი დაუდგენელია.

ყველა ახალი ამბავი
0