საქართველოში ნადირობის სეზონზე 112 არარეგისტრირებული იარაღი ამოიღეს

CC BY-SA 2.0 / storem / The Huntნადირობა
ნადირობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონზე, რომელიც ქვეყანაში 19 აგვისტოს დაიწყო, სამართალდარღვევის 334 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის Facebook-გვერდზე.

ნადირობის წესების დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთში გამოვლინდა.

შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სადაც წესების დარღვევის 100 ფაქტი გამოვლინდა.

გარეული იხვი - Sputnik საქართველო
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

რაც შეეხება აჭარას, აქ უკანონო ნადირობის 34 ფაქტი გამოვლინდა, კახეთში — 30, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში — 24–24, თბილისში — 20, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში კი 11 ფაქტი.

30 შემთხვევაში სამართალდამრღვევებმა გამოიყენეს აკრძალული იარაღი და ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობები – ე.წ. "მანოკი", "პროჟექტორი", "ელექტროფარი". ოთხ შემთხვევაში ნადირობის ფაქტი დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა. ამოღებულია 112 არარეგისტირებული სანადირო თოფი.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში და ამ ზონებიდან 500 მეტრის რადიუსში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ნადირობისას ასევე აკრძალულია მცენარის საფარის დაწვა, გარეული ფრინველების კვერცხების შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვების მიზნით სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, გარდა ამისა, აკრძალულია სტიქიური უბედურებების დროს დაუძლურებულ ცხოველებზე ნადირობა.

საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს.

© Sputnik / Maria Tsimintiaნადირობა საქართველოში
ნადირობა საქართველოში - Sputnik საქართველო
ნადირობა საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0