საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიგარეული იხვი
გარეული იხვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნადირობის დროს იკრძალება გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება-გაყიდვა. ნადირობა იკრძალება სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში 500 მეტრის რადიუსზე, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik.  საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცივის სამინისტროს განცხადებაში.

ნადირობის მსურველებმა  თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თანხის გადახდა ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.  

© Sputnik / Maria Tsimintiaნადირობა საქართველოში
ნადირობა საქართველოში - Sputnik საქართველო
ნადირობა საქართველოში

მონადირეებს ასევე უნდა ჰქონდეთ შსს-ს მიერ გაცემული  სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა  ცალკეულ სახეობებზე  დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები. 

ნადირობის დროს  ასევე იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება,  ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან,

საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0