ახალციხის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები კვლავ საავადმყოფოში რჩებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ბაღი კვების პროდუქტების ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა შეამოწმეს, რომლებმაც ბავშვების საკვებით მოწამვლა გამორიცხეს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ახალციხის საავადმყოფოში ადგილობრივი საბავშვო ბაღის 16 აღსაზრდელია გადაყვანილი, განუცხადა Sputnik-საქართველოს ახალციხის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნანა ბერიძემ.

„საავადმყოფოში ვიყავი და ბავშვები მოვინახულე. სტაციონარში 16 ბავშვი რჩება. ისინი საავადმყოფოში შაბათ ღამით, 12 საათის შემდეგ გადაიყვანეს. აქვთ მაღალი ტემპერატურა, პირღებინება და ჩვენი ვარაუდით, ენტეროვირუსთან გვაქვს საქმე“, — აღნიშნა ნანა ბერიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთ აღსაზრდელს, რომელიც მჟამად თბილისში იმყოფება, იგივე სიმპტომები აღენიშნება, რაც მის ჯგუფელებს და ბავშვი თბილისის საავადმყოფოშია მოთავსებული.

პირველკლასელები - Sputnik საქართველო
საქართველოში აუცრელი ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვერ მოხვდებიან

„მინდა ვთქვა, რომ ახალციხეში იგივე კლინიკური სურათია იმ მოზრდილებსა და ჩვილ ბავშვებშიც, რომლებიც საბავშვო ბაღში არ დადიან — იგივე სიმპტომები აქვთ“, — ხაზი გაუსვა გაერთიანების დირექტორმა.

ნანა ბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღი კვების პროდუქტების ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა შეამოწმეს, რომლებმაც ბავშვების საკვებით მოწამვლა გამორიცხეს.

ყველა ახალი ამბავი
0