საქართველოში აუცრელი ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვერ მოხვდებიან

© photo: Sputnik / Denis Aslanovპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბევრი მშობელი ვერ აცნობიერებს დროული აცრების აუცილებლობას, მიიჩნევენ ქართველი სპეციალისტები.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ახლო მომავალში საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, შესაძლოა, არ მიიღონ ის ბავშვები, რომლებსაც აცრები არ აქვთ გაკეთებული.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ევროპული კანონმდებლობის მოდელს სწავლობენ, რომელიც მშობლებს ბავშვების აცრას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი შვილები სკოლამდელ და დაწყებითი განათლების დაწესებულებებში არ დაიშვებიან. აღნიშნულ მომენტში საქართველოში ბავშვთა აცრა მშობლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

სმარტფონი - Sputnik საქართველო
მობილური აპლიკაცია მშობლებს ბავშვების აცრას შეახსენებს

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ექიმები მშობლებს საკითხისადმი სერიოზული მიდგომისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ რომ არ გამოტოვენ აცრები, საქართველოში ბავშვების დაახლოებით 10% აცრილი არ არის, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  გენდირექტორმა პაატა იმნაძემ.

„ჩვენ დიდი ხანია გსურს კანონის მიღება… ევროკავშირის ქვეყნებმა, მაგალითად, იტალიამ, საფრანგეთმა უკვე მიიღეს ასეთი კანონი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას ჩვენთანაც მიიღებენ. მოცემულ ეტაპზე დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლა მიმდინარეობს. საქართველოში  აღნიშნული კანონი  როდის იქნება მიღებული ჯერ უცნობია“, — აღნიშნა იმნაძემ.

მისი სიტყვებით, კანონის მიღების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ ბევრი მშობელი ვერ აცნობიერებს დროული აცრების აუცილებლობას.

„თუ მშობლები ვერ ხვდებიან, საკუთარი შვილები რომ უნდა დაიცვან, მაშინ საზოგადოებამ უნდა დაიცვას ისინი. საუბარი ყველა სახის აცრაზე მიდის, რომლებიც იმუნიზაციის ეროვნული პროგრამითაა გათვალისწინებული“, — აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გულმავიწყი მშობლებისათვის აცრების კალენდარის მობილური აპლიკაცია შიქმნა, რომელიც 2016 წლის 1 ივნისიდან ფუნქციონირებს.

იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში ბავშვებს  12 სახეობის ინფექციის საწინააღმდეგო აცრა უტარდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0