სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტი დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის გაჩეხვა
ხის გაჩეხვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხე-ტყის უკანონო გაჩეხვისა და არალიცენზირებული საქმიანობის ფაქტზე სულ 17 პირია მხილებული

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში შსს-ს თანამშრომლებმა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 13 პირი გამოავლინეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოჭრილი ხე - Sputnik საქართველო
შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.

„სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და ნინოწმინდის რაიონში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო გამოვლენილი არალიცენზირებული სახერხი საამქროები დალუქეს", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 303-ე მუხლით („ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა"), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0