ნინი რაზმაძე
-რატომ და როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ბოჰემური სტილის ხელნაკეთი ნივთები?
— ჩვენი აქსესუარები მესამე წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა. მანამდე კი უნივერსიტეტის (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) პროექტი იყო “ბიზნესი ქმედებაში” და რაც საკუთარი თავისთვის მომწონდა, ის ავირჩიე, რამაც დიდი გამოხმაურება და პოპულარობა მოიპოვა.
-რას ნიშნავს სახელწოდება „Georgian Boho“?
— ადრე სხვა სახელი გვერქვა Zcatchers, მაგრამ რადგან უცხოელებსაც ძალზე მოსწონდათ, გადავწყვიტეთ სცოდნოდათ რომ ეს ბოჰემური აქსესუარები საქართველოშია შექმნილი და ქართული ბოჰოა…
—რა აქსესურებს სთვაზობთ მომხარებელს?
— მომხმარებელს ვთავაზობთ ბოჰემური სტილის აქსესუარებს, ტანსაცმელს და ტყავის ნაწარმს ქართული თემატიკით, იქნება ეს ჯაჭვები „ვეფხისტყაოსნის“ სტილში, თმის სამაგრები ქართული სიმბოლიკით თუ საერთოდ, ქართული ტრადიციული ქისების გათანამედროებული ვარიანტები. მათ აღარ უწევთ აქსესუარების შერჩევა-შეხამებაზე დროის ხარჯვა, შეუძლიათ სხვადასხვა კოლექციების სრული კომპლექტებიდან შეარჩიონ თმის სამაგრი, სამაჯური, საყურე, ჩანთა.
-პირველ ნამუშევრები რომელი იყო?
— პირველი იყო „ბოჰო — თმის სამაგრი“, რომელიც ეხლაც საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
-რა მასალისგან ამზდებთ სამკაულებს?
— ყველა მასალა ნატურალურია — ტყავი, ბუმბული, ხის მძივები და საუკეთესო ხარისხის ნაჭრები.
—რა დრო სჭირდება თითოეული ნამუშევრის დამზადებას?
— სავარაუდოდ, 3 საათიდან 3 დღემდე. გააჩნია მოდელს და ესკიზის სირთულეს. თავიდან როდესაც მუშაობა დავიწყეთ, რთული ტექნიკის დახვეწა და საკუთარი კონსტრუქციების მოგონება იყო..
-არ გაგიჭირდათ ბაზარზე დამკვიდრება?
— ვინაიდან სხვა არავინ ამზადებდა მსგავს პროდუქტს, ბაზარი თავისუფალი იყო. ასე რომ არ გაგვჭირვებია ბაზარზე თავის დამკვიდრება.
-უახლოეს მომავლში რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის?
— მომხმარებელს „სტარტაპ მარკეტის“ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე უკვე შევთავაზეთ ახალი პროდუქტი — წელის ქისები, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის. ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთაც გაგვაქვს. გვაქვს თმის სამაგრების საექსპორტო მოდელები შვიდქიმა ბორჯღალოს გამოსახულებით.
-სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?
— ჩვენი პროდუქციის რეალიზებას ჩვენი სახელოსნოდან ან Facebook-გვერდის მეშვეობით ვახორციელებთ.
-თქვენი სამომვალო გეგმები გაგვიზიარეთ…
— ამ ეტაპზე თბილისის მოდის კვირეულისთვის ვემზადებით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს „ბოჰო მაღაზიის“ გახსნა.