თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა

გამოწერა
თბილისის ზოოპარკში ამჟამად უკვე 7 ბურჩელის ზებრა ბინადრობს.

თბილისი, 15 სექტემბერი– Sputnik. თბილისის ზოოპარკში ბურჩელის ზებრა დაიბადა, ნათქვამია თბილისის ზოოპარკის Facebook-გვერდზე.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ახალდაბადებული მამრი ზებრის ფოტო გუშინ გამოაქვეყნა.

„დედას უფრო ჰგავს, თუ მამას? ორივეს თანაბრად. დედა უფრო უყვარს, თუ მამა? ალბათ უფრო დედა — გვერდიდან არ შორდება. დედაც ყურადღებას არ აკლებს. მკაცრად ადევნებს თვალყურს ოჯახის წევრებს",- აღნიშნულია ზოოპარკის განცხადებაში.

თბილისის ზოოპარკში ამჟამად უკვე 7 ბურჩელის ზებრა ბინადრობს.

Белый волк в зоопарке Франции - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკს ვარშავიდან ცხოველებს აჩუქებენ

აფრიკაში მობინადრე ზებრებს შორის ბურჩელის ზებრა ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. ბურჩელის ზებრა ბუნებაში 9, ხოლო ტყვეობაში 40 წლამდე ცოცხლობს.

თბილისის ზოოპარკი 2015 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობისას მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ ცხოველები. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და თანამედროვე სტანდარტების თბილისის ზოოპარკის მშენებლობა ახალ ადგილზე — თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო. ცხოველებისთვის ფართო ვოლიერები გაკეთდება და მათი საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს ზოოპარკებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და საქართველოში სხვადასხვა ცხოველებს დღემდე აგზავნიან.

ყველა ახალი ამბავი
0