თბილისის ზოოპარკს ვარშავიდან ცხოველებს აჩუქებენ

© AFP 2024 / Jean Christophe VERHAEGENБелый волк в зоопарке Франции
Белый волк в зоопарке Франции - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარშავის ზოოპარკის დირექტორი ანჯეი კრუშევიჩი საქართველოში ჩამოვიდა და თბილისის ზოოპარკში ვითარებას ეცნობა

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა ანჯეი კრუშევიჩმა საქართველოში ვიზიტის მსვლელობისას მზადყოფნა გამოთქვა, თბილისის ზოოპარკს, რომელიც 2015 წლის წყალდიდობის დროს დაზარალდა, ახალი ცხოველების და ფრინველები აჩუქოს.

"მათ მოამზადეს ცხოველების სია. და დღეს საღამოს უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ, რომელი ცხოველები გვინდა, რომ მივიღოთ და რომელი ცხოველების მისაღებად ვართ მზად. ეს ნორმალური პროცედურაა. პირველ რიგში ეს თუთიყუშებია, და კიდევ ვნახავთ", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკის დახმარების სურვილი მსოფლიოს მრავალმა ზოოპ0არკმა გამოთქვა. ზოოპარკის ბოლო საჩუქარი იყო 19 აფრიკული პინგვინი ბრისტოლის (დიდი ბრიტანეთი) ზოოპარკისგან.

კრუშევიჩმა გუშინ შეხვედრა გამართა თბილისის მერიაში, რომელსაც, ქალაქის მთავრობის წარმომადგენლების გარდა, ასევე ესწრებოდა გურიელიძე.

"შეხვედრაზე საუბარი თბილისში ახალი ზოოპარკის განვითარების შესაძლებლობებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო. როგორც ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში იგი თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც პოლონური მხარე თბილისს იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც თბილისის ზოოპარკისთვის პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი", — ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მურა დათვი - Sputnik საქართველო
13 წლის განმავლობაში დამწყვდეული დათვი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს

წყალდიდობის შემდეგ ხელისუფლებამ ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ზოოპარკისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო. პირველი ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია და იგი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.

ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება — დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება, არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის, დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. წყალდიდობამ 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.

 

ყველა ახალი ამბავი
0