ქართველი დიპლომატი გაეროს სესიის თავმჯდომარის ოფისის მრჩეველი გახდა

© FB / Inga Kanchaveliინგა ყანჩაველი
ინგა ყანჩაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგა ყანჩაველი გახდა მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; მის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა ბრძოლა ტერორიზმთან და ძალადობრივი ექსტრემიზმის აღკვეთა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის წევრი ინგა ყანჩაველი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის თავმჯდომარის მიროსლავ ლაიჩეკის ოფისის მრჩეველი გახდა იურიდიულ საკითხებში, აღნიშნულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

გენერალური ასამბლეის 72-3 სესიის მსვლელობისას, რომელიც ნიუ-იორკში 12-25 სექტემბერს მიმდინარეობს, დაახლოებით 180 საკითხის განხილვაა ჩანიშნული, მათ შორისაა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვა, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხები. ასამბლეა გააგრძელებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების შესახებ წინადადებების განხილვას.

ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ერთხმად დაამტკიცეს - Sputnik საქართველო
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს

"ინგა ყანჩაველი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველია იურიდიულ საკითხებში. სამართლებრივი საკითხების გარდა ის ასევე დაკავდება ტერორიზმთან ბრძოლითა და ძალადობრივი ექსტრემიზმის აღკვეთის საკითხებით, ასევე გენერალური ასამბლეის მუშაობის გააქტიურებით", — ნათქვამია განცხადებაში.

ყანჩაველი გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობს. ის იყო 68-ედან 71-ე სესიის ჩათვლით გენერალური ასამბლეის დელეგატი და მუშაობდა საერთაშორისო სასამართლოების და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოების თემებზე. 2017 წელს მას ეკავა საზღვაო სამართლის საკითხებში გაეროს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 27 თათბირის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

გენერალურ ასამბლეას გაეროში ცენტრალური ადგილი უკავია, არის მისი მთავარი სათათბირო, დირექტიული და წარმომადგენლობითი ორგანო.

ყველა ახალი ამბავი
0